(+995) 579 70 90 90

info@newpex.org

Tekno AD

ბეტონის ინჰიბიტორი და ბეტონოკონტაქტი

შეფუთვა: 20 kg მუყაოს ტომარა

63,00 

TEKNO AD

__________________________________________________________________________________________________

ცემენტის ბაზაზე   დაფუძნებული კოროზიისაგან დამცავი ინჰიბიტორი და ადჰეზიის (შეერთება/მიკვრაგამაძლიერებელი

პროდუქტის აღწერილობა

ეს არის ცემენტზე დაფუძნებული სპეციალური ნარევი, რომელიც ზრდის ადჰეზიას ძველ და ახალ ბეტონს შორის, შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორს და სილიციუმს, რაც იცავს არმატურას კოროზიისგან.

გამოყენების არეალი

გამოიყენება საინჟინრო ნაგებობებში: მეტროები, გზატკეცილები, გვირაბები, კაშხლები
აღდგენისა და გაძლიერების სამუშაოებში
სტრუქტურული სარემონტო ნარევის ადჰეზიის გასაზრდელად ბეტონში
წყალსაცავებში და ყველა ბეტონის გამოყენების შემთხვევაში

მახასიათებლები და უპირატესობები

შესანიშნავი ადჰეზია არმატურასა და ბეტონზე
კარგი წყალგაუმტარობა
იცავს არმატურას ტენიანობისგან
მაღალი საწყისი და საბოლოო სიმტკიცე
მაღალი მექანიკური სიმტკიცე
არ არის ტოქსიკური
მარტივი გამოსაყენებელია
ერთკომპონენტიანიასაჭიროა მხოლოდ წყალში შერევა

გამოყენების ინსტრუქცია

ზედაპირის ხარისხი:
ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, გლუვი, მყარი, თავისუფალი მტვრისგან, ზეთისგან, ჭუჭყისგან, ჟანგისგან, საწმენდი საშუალებებისგან და ნებისმიერი მასალისგან, რომელიც აფერხებს ადჰეზიას. სუსტი, მორყეული ნაწილები უნდა მოიხსნას.

ზედაპირის მომზადება:
ბეტონის ზედაპირი უნდა იყოს ტენიანი, თუმცა ზედაპირზე წყალი არ უნდა დაგროვდეს.

შერევა:
3.5–4.0 ლიტრი სუფთა წყალი ოთახის ტემპერატურაზე ჩაისხას სუფთა კონტეინერში. შემდეგ დაემატება 20 კგიანი პაკეტი TEKNO AD ფხვნილი. შერევა ხდება დაბალსიჩქარიანი მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მინიმალური შერევის დრო — 5 წუთი, შემდეგ 3 წუთი დასვენება და კიდევ 2 წუთი შერევა.

წასმა:
ნარევი უნდა დაიტანოთ წინასწარ გაწმენდილ და ტენიან ზედაპირზე ფუნჯით, კატოკით ან შესხურებით. რეკომენდებულია შუალედური მორევა, რათა თავიდან ავიცილოთ მასის გადაჭარბებული სიმკვრივე.
ბეტონზე წასმა უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, “სველზე სველიპრინციპითუნდა დაიტანოთ სარემონტო ნარევი მოკლე დროში.

შენიშვნები და შეზღუდვები

პროდუქტი შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანებასაჭიროა დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანი, ნიღაბი და სათვალე
მუშაობამდე რეკომენდებულია დამცავი კრემის წასმაც
თუ ხსნარი შეეხო თვალსდაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით და მიმართო ექიმს
არ დაამატოთ უცხო ნივთიერებები
თუ TEKNO AD-ის წასმიდან გავიდა 4 საათი, ნარევი ხელახლა უნდა მომზადდეს და გამოყენებული იქნეწაესვას  თავიდან
წასმისს შემდეგ საჭიროა დაცვა არასასურველი კლიმატური პირობებისგან: პირდაპირი მზის სხივი, ტემპერატურა > +35 °C, წვიმა, ყინვა