(+995) 579 70 90 90

info@newpex.org

Tekno AD

Categories , , Brand:

ბეტონის ინჰიბიტორი და ბეტონოკონტაქტი

Packaging: 20 kg მუყაოს ტომარა

63,00 ₾

TEKNO AD

__________________________________________________________________________________________________

ცემენტის ბაზაზე   დაფუძნებული კოროზიისაგან დამცავი ინჰიბიტორი და ადჰეზიის (შეერთება/მიკვრა)  გამაძლიერებელი

პროდუქტის აღწერილობა

ეს არის ცემენტზე დაფუძნებული სპეციალური ნარევი, რომელიც ზრდის ადჰეზიას ძველ და ახალ ბეტონს შორის, შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორს და სილიციუმს, რაც იცავს არმატურას კოროზიისგან.

გამოყენების არეალი

– გამოიყენება საინჟინრო ნაგებობებში: მეტროები, გზატკეცილები, გვირაბები, კაშხლები
– აღდგენისა და გაძლიერების სამუშაოებში
– სტრუქტურული სარემონტო ნარევის ადჰეზიის გასაზრდელად ბეტონში
– წყალსაცავებში და View All ბეტონის გამოყენების შემთხვევაში

მახასიათებლები და უპირატესობები

– შესანიშნავი ადჰეზია არმატურასა და ბეტონზე
– კარგი წყალგაუმტარობა
– იცავს არმატურას ტენიანობისგან
– მაღალი საწყისი და საბოლოო სიმტკიცე
– მაღალი მექანიკური სიმტკიცე
– არ არის ტოქსიკური
– მარტივი გამოსაყენებელია
– ერთკომპონენტიანია — საჭიროა მხოლოდ წყალში შერევა

გამოყენების ინსტრუქცია

ზედაპირის ხარისხი:
ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, გლუვი, მყარი, თავისუფალი მტვრისგან, ზეთისგან, ჭუჭყისგან, ჟანგისგან, საწმენდი საშუალებებისგან და ნებისმიერი მასალისგან, რომელიც აფერხებს ადჰეზიას. სუსტი, მორყეული ნაწილები უნდა მოიხსნას.

ზედაპირის მომზადება:
ბეტონის ზედაპირი უნდა იყოს ტენიანი, თუმცა ზედაპირზე წყალი არ უნდა დაგროვდეს.

შერევა:
3.5–4.0 ლიტრი სუფთა წყალი ოთახის ტემპერატურაზე ჩაისხას სუფთა კონტეინერში. შემდეგ დაემატება 20 კგ–იანი პაკეტი TEKNO AD ფხვნილი. შერევა ხდება დაბალსიჩქარიანი მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მინიმალური შერევის დრო — 5 წუთი, შემდეგ 3 წუთი დასვენება და კიდევ 2 წუთი შერევა.

წასმა:
ნარევი უნდა დაიტანოთ წინასწარ გაწმენდილ და ტენიან ზედაპირზე ფუნჯით, კატოკით ან შესხურებით. რეკომენდებულია შუალედური მორევა, რათა თავიდან ავიცილოთ მასის გადაჭარბებული სიმკვრივე.
ბეტონზე წასმა უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, “სველზე სველი” პრინციპით.  უნდა დაიტანოთ სარემონტო ნარევი მოკლე დროში.

შენიშვნები და შეზღუდვები

– პროდუქტი შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება — საჭიროა დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანი, ნიღაბი და სათვალე
– მუშაობამდე რეკომენდებულია დამცავი კრემის წასმაც
– თუ ხსნარი შეეხო თვალს — დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით და მიმართო ექიმს
– არ დაამატოთ უცხო ნივთიერებები
– თუ TEKNO AD-ის წასმიდან გავიდა 4 საათი, ნარევი ხელახლა უნდა მომზადდეს და გამოყენებული იქნეწაესვას  თავიდან
– წასმისს შემდეგ საჭიროა დაცვა არასასურველი კლიმატური პირობებისგან: პირდაპირი მზის სხივი, ტემპერატურა > +35 °C, წვიმა, ყინვა