კომპანია ,,ნიუპექსი“ – NewPex არის შვეიცარიული კონცერნის VANDEX Group-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენი კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქიონირებს კავკასიის სამშენებლო ბაზარზე (კომპანიის მენეჯმენტი 2018 წლამდე ოპერირებდა ქსაიპექსის სახელით და პროდუქციით)

VANDEX -ი არის კრისტალური (შეღწევადი ) ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოების პირველი ლიცენზიანტი მსოფლიოში 1946 წლიდან. ვანდექსი აწარმებს მრავალი ტიპის ჰიდროსაიზოლაციო მასალას. კრისტალური (შეღწევადი) ჰიდროსაიზოლაციო მასალები შედგება კაპილარულ-აქტიური კომპონენტებისგან, რომლებიც მუშაობენ ბეტონში შეღწევის გზით და ახდენენ ბეტონის სიღრმისეულ დაცვას, ასევე სუსპენზიები და ბათქაშები რომლებიც ქმნიან ჰიდროსაიზოლაციო ბარიერს. ვანდექსის ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტების ფლაგმანად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბეტონის შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალები, რომელიც აქტიურად მუშაობენ ბეტონის ზედაპირულ ბზარებზე და კონსტრუქციულ (ცივ ნაკერებზე).

კომპანია ,,ნიუპექსი“ უზრუნვეყოფს ვანდექსის სერთიფიცირებული პროდუქციის მიწოდებას გერმანიის ქარხნებიდან საქართველოში.

ვაწარმოებთ ნებისმიერი სირთულის კომპლექსურ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს ბეტონის ზედაპირებისთვის. გარანტია ბეტონის კონსტრუქციის არსებობის მანძილზე.

ვასრულებთ ბეტონის მონოლითური სახურავების, საძირკვლების, ფუნდამენტური ფილების, ჭების, აუზების, სარდაფების, ტერასების, არხების, ხიდების და ა.შ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს Vandex -ის (გერმანია) უმაღლესი ხარისხის ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადის (ბეტონის სიცოცხლისუნარიანობის მანძილზე) მქონე მასალებით.

ვემსახურებით სამშენებლო კომპანიებს, საწარმოებს, კერძო ბინათფლობელებს და ა.შ.